წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიაში კვირას გამართულ არჩევნებში, ხმების უმრავლესობა მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25% აიღეს, ხოლო მათმა მთავარმა ოპონენტებმა, მემარჯვენე ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა 24.1%. ახლა ორივე მათგანი კოალიციის ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.
ორივე პარტია ცდილობს შედარებით მცირე პარტიებთან გარიგებას, კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის კაბინეტს ჩაანაცვლებს.
ასევე ნახეთ: ანგელა მერკელის მემკვიდრეობამესამე ადგილზე „მწვანეების“ პარტია გავიდა ხმების 14.8%-ით. მეოთხე ადგილი კი თავისუფალი ბაზრის მომხრე „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიამ აიღო 11.5 პროცენტით.
მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ცდილობს სწრაფად მიაღწიოს შეთანხმებას სხვა პარტიებთან, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა მას სოციალ-დემოკრატები მოუწოდებენ, რეიტინგის ვარდნის გათვალისწინებით, ოპოზიციაში გადავიდნენ. ამასთან, ორივე წამყვანი პარტიის შედეგი აჩენს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება შემდეგი კოალიცია.
ასევე ნახეთ: ბერლინი და პარიზი აცხადებენ, რომ ამერიკამ მოკავშირეების ნდობა შეარყიატრადიციულად "მწვანეების პარტია" მხარს სოციალ-დემოკრატებს უჭერს, ხოლო თავისუფალი დემოკრატები კი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს. თუმცა არცერთ პარტიას არ გამოურიცხავს, რომელიმესთან თანამშრომლობა.
კიდევ ერთი ვარიანტი „დიდი კოალიციაა“, სადაც სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან დემოკრატიული კავშირი შევა. სწორედ მსგავსი კოალიციის პირობებში მართავდა მერკელი ქვეყანას 16-დან 12 წლის განმავლობაში. თუმცა ამ კოალიციას თან ბევრი უთანხმოება ახლავს და მისი შექმნის სურვილი, პოლიტიკურ ელიტაში ნაკლებად პოპულარულია.
ამ არჩევნებზე ხმები დაკარგა მემარჯვენე რადიკალურმა „ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიამ“, მან 10.3% აიღო. ხოლო მემარცხენე რადიკალურმა „დი ლინკემ“ კი 4.9%.
კანცლერი ანგელა მერკელი ხელისუფლებაში იქამდე დარჩება, სანამ კოალიციის გარშემო მოლაპარაკებების შედეგად მისი შემცვლელი არ იქნება არჩეული. მხარეები იმედოვნებენ, რომ მთავრობა წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება.