ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორად გაყოფილი გერმანია - 60 წელი ბერლინის კედლის მშენებლობიდან


ზუსტად 60 წლის წინ, 13 აგვისტოს გერმანიაში ბერლინის კედლის მშენებლობა და გერმანიის ორად გაყოფის პროცესი დაიწყო. ამ დღიდან მომდევნო 28 წლის განმავლობაში ქვეყანას მოწინააღმდეგე პოლიტიკური სისტემები და ბეტონის კედელი ჰყოფდა. ბერლინის კედელი წლების განმავლობაში ცივი ომის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

კედელმა ჩაანაცვლა მავრთულხლართები და ის 40 კილომეტრამდე იყო გაჭიმული. როგორც კომუნისტური რეჟიმი აცხადებდა, კედლის მშენებლობის მიზანი რამდენიმე იყო. მათ შორის ერთ-ერთი აღმოსავლეთ ბერლინის ფაშისტებისგან დაცვა წარმოადგენდა, მეორე - შეჩერებულიყო აღმოსავლეთ გერმანელთა დინება დასავლეთისკენ.

1961 წელს დაწყებული კედლის მშენებლობა მალევე დასრულდა. საბოლოოდ ოთხ მეტრამდე სიმაღლის კედლის დანგრევა 1989 წელს, სახალხო რევოლუციის პერიოდში მოხდა და გერმანია კვლავ გაერთიანდა.

დღეს გერმანიაში პატივი მიაგეს 140-მდე ადამიანს, რომლებიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრის დაცვის მიერ იქნა მოკლული, მაშინ როცა ისინი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური რეჟიმისგან გაქცევას ცდილობდნენ.

გერმანიაში ბერილინის კედლის მემორიალთან დღეს საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური ელიტა იმყოფებოდა. მათ პატივი მიაგეს დაღუპულებს და გაიხსენეს 60 წლის წინ განვითარებული მოვლენები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG