ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინი და პარიზი აცხადებენ, რომ ამერიკამ მოკავშირეების ნდობა შეარყია


გერმანია საფრანგეთს შეუერთდა და შეერთებული შტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამერიკამ ფარული მოლაპარაკებები აწარმოა ავსტრალიასთან და დიდ ბრიტანეთთან, რის შედეგადაც პარიზმა მნიშვნელოვანი სამხედრო შესყიდვების კონტრაქტი დაკარგა. გერმანიასთან ერთად ფარული გარიგების წარმოება ევროკავშირის მაღალჩინოსნებმაც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.

პროტესტის ნიშნად, ევროკავშირის ელჩებმა 29 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა გადადეს, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭო უნდა გამართულიყო, ვაჭრობისა და ტექნოლოგიურ საკითხებზე.

"ჩვენს ერთ-ერთ წევრს ისე მოექცნენ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა მოხდა და რატომ", განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა საფრანგეთის დასაცავად.

საფრანგეთი აცხადებს, რომ განიხილავს რეაგირების შესაძლო ვარიანტებს გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც პარიზმა 40 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი დაკარგა.

საფრანგეთს ავსტრალიისთვის წყალქვეშა გემები უნდა მიეწოდებინა. ამ შეთანხმებას მხარს გერმანიაც უჭერდა, რომელიც ევროკავშირში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. პარიზი აცხადებს, რომ შეთანხმების გაუქმებით და ამერიკასთან და ბრიტანეთთან ბირთვული წყალქვეშა ნავების შესყიდვის გარიგების დადებით, ვაშინგტონმა და კანბერამ მოკავშირეებს შორის ნდობა შეარყიეს, რომლის აღდგენაც რთული იქნება.

ავსტრალია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიაზე წვდომის შესაძლებლობა მისცა იმით, რომ ბირთვული შესაძლებლობების მქონე წყალქვეშა ნავების მიღებაში დაეხმარებოდა. კანბერას განცხადებით, ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო. ავსტრალია მეორე ქვეყანაა დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლესაც ამერიკა ამ ტექნოლოგიას გაუზიარებს იმისთვის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჩინეთის მიერ სამხედრო უპირატესობის მოპოვება აღკვეთოს.

წყალქვეშა გემები, რომლებიც საფრანგეთს უნდა მიეწოდებინა ავსტრალიისთვის, ტრადიციული, დიზელ-ელექტო ძრავებზე მომუშავე გემები იყო. ბირთვულ წყალქვეშა გემს უფრო დიდ მანძილზე და უფრო დიდი დროის განმავლობაში შეუძლია ოპერირება. ამასთან, უფრო ჩუმია და რთულია მისი დაფიქსირება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG