სამშაბათს პროკურორებმა განაცხადეს, რომ გერმანიის პოლიციამ რეიდები ჩაატარა და დააპატიმრა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ განზრახვა, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ძალადობრივი გზით დაემხოთ და ჯანდაცვის მინისტრი გაეტაცებინათ.
პროკურორების თანახმად, გერმანიის ექვს მიწაზე „რაიხსბიურგერ ჯგუფის“ წინააღმდეგ მიღებული ზომების ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა.
„რაიხსბიურგერის“ (რაიხის მოქალაქეების) მიმდევრები თანამედროვე გერმანიას ლეგიტიმურ სახელმწიფოდ არ ცნობენ. ზოგიერთი მათგანი მონარქიული გერმანიის იმპერიის ერთგულია, ზოგი ნაცისტური იდეების მატარებელია და სხვებს სჯერათ, რომ გერმანია სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.
ასევე ნახეთ: გერმანელთა უმეტესობა შოლცის საქმიანობით უკმაყოფილოაპროკურორების თანახმად, ჯგუფმა „ვერაინტე პატრიოტენ“, დაგეგმა მთავრობის დასმა, რომელიც 1871 წლის გერმანული რაიხის კონსტიტუციის შესაბამისად შეიქმნებოდა და ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლაუტერბახის გატაცება.
2022 წლის იანვარში შექმნილმა ჯგუფმა მიზნად დაისახა „ძალადობის გზით, გერმანიაში სამოქალაქო ომის მსგავსი ვითარების შექმნა“ იმის იმედით, რომ მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატია დაემხო. ჯგუფი ასევე გეგმავდა მიზანმიმართულ აფეთქებებს, რათა რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელ ქვეყანაში ელექტროენერგია გათიშულიყო და მოსახლეობას რადიო-ტელეგადაცემებზე და პრესაზე წვდომა არ ჰქონოდა.
ჯგუფის ხუთი ეჭვმიტანილი წევრი გასულ წელს დააპატიმრეს და მაისის შემდეგ სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მიმდინარეობდა.
დაპატიმრებულთა შორის არის გერმანიის მიწა ჰესსეს მცხოვრები 61 წლის მამაკაცი, რომელმაც იარაღის შესანახად თავისი გარაჟი შესთავაზა და გატაცებაში მონაწილეობაზე დათანხმდა.
დაპატიმრებულ ეჭვმიტანილთა სახელები არ გაუმჟღავნებიათ.
ჰესეში რეიდის დროს პოლიციამ არბალეტი, წვრილი საფანტის პნევმატური იარაღი და სხვადასხვა დოკუმენტები ამოიღო.