2020 წლის მიწურულს ცნობილი ხდება, რომ საქართველოში სამართალდამცავებმა 89 კილოგრამი "ჰეროინი, 6,5 კილო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, 7 000 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი და 1 კილო კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ 2020 წლის განმავლობაში პოლიციამ სულ 71 ნარკორეალიზატორი დააკავა და არაერთი სქემა გაშიფრა. ნარკოტიკების ონლაინ ვაჭრობისთვის დაკავებულია 16 პირი, ხოლო დახურულია ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოვლენილია და დახურულია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორიაც.