გასულ კვირას მოსკოვმა დასავლეთს სანქციები დაუწესა და სანქცირებულთა წრე გააფართოვა. რუსეთმა სანქცირებულთა სიაში გერმანიის უსაფრთხოების რამდენიმე მაღალჩინოსანი შეიყვანა. სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე ოფიციალურ პირს 2015 წელს გერმანიის პარლამენტზე ჰაკერული თავდასხმის გამო, სამგზავრო აკრძალვები დაუწესა.
ვინ არიან სანქცირებულთა ახალ სიაში, კრემლი ინფორმაციას არ ავრცელებს. მედიაში კი ვრცელდება ცნობები, რომ სანქცირებულ პირთა შორის გერმანიის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელი პირები არიან.
ოქტომბერში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთის "გრუს" სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს უფროსს და მის რამდენიმე თანამშრომელს კიბერთავდასხმაში მონაწილეობის გამო. ორგანიზებული კიბერთავდასხმის დროს 2015 წელს ჰაკერებმა გერმანიის ბუნდესტაგის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. სტრუქტურის საინფორმაციო სისტემა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ასრულებდა საჭირო ოპერაციებს. ჰაკერებმა მაშინ მნიშვნელოვანი მონაცემებიც მიითვისეს, მათ შორის, მათ წვდომა მოიპოვეს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზეც.
გამოძიებით დადგენილია, რომ თავდასხმაში მონაწილეობას გრუს ხელმძღვანელი იგორ კუსტიუკოვი, ჰაკერულ თავდასხმაში კი უშუალოდ ჩართული იყო დიმიტრი ბადინი. ორივე მათგანი ევროკავშირის სანქიცებულ პირთა სიაშია.
Facebook Forum