საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, ამერიკელებთან, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობა“ ჩივის
თბილისი —
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, თბილისში ერთდღიანი ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„ეკონომიკური ემბარგოსა და 2008 წლის სამხედრო შემოჭრიდან ხუთი წლის შემდეგ რუსეთის ქმედებები ისევ საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი ხალხის თავისუფალ არჩევანს“ - აღნიშნა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა.
ოკლაჰომელი სენატორი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც 2011 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის TPY-2 ის განთავსებას მოითხოვდა.
ინჰოფის გარდა, საქართველოს სტუმრობდნენ არკანზასელი სენატორი ჯონ ბუზმანი, წარმომადგენელთა პალატის წევრები - არიზონელი ენ კირკპატრიკი, ფლორიდელი ანდერ კრენშოუ და ნიუ-მექსიკოელი სტივ პირსი. კონგრესის დელეგაციის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, მხოლოდ ქალბატონი კირკპატრიკი წარმოადგენდა დემოკრატიულ პარტიას.
სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა ქართველ ჟურნალისტებთან გამოსვლისას კერძოდ აღნიშნა:
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ და მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს.
მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ამერიკის შეერთბული შტატების საუკეთესო პარტნიორი და მოკავშირეა.“
ამერიკული დელეგაციის ვიზიტს წინ უსწრებდა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილება - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ამ დახმარების ფარგლებში, 2014 წელს, საქართველო 62 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ეს თანხა მთლიანად მიიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების დაჩქარებისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს:
„აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არაღიარების პოლიტიკას. ეს არ არის მხოლოდ უბრალო მხარდაჭერა, ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ იმასთვის, რომ ეს პოლიტიკა განმტკიცდეს.
ასევე, აშშ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მათ ახლახანს გამოგვიყვეს ფინანსყრი დამხარება, რათა ჩვენი ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო აქტიური გახდეს.“
გარდა ოკუპირებული ტერიტორიების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებისა, ქართულ-ამერიკული მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა - საქართველოში დემოკრატიის პრობლემებიც იყო.
თუ 2003-2012 წლებში, ამჟამად მმართველ კოალიციაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ მიეწვდინათ ხმა ვაშინგტონისთვის, ქართული დემოკრატიის სერიოზული პრობლემების შესახებ. ბოლო ერთი წელია, როლები გაიცვალა და ახლა იმავეს „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს.
კონგრესის დელეგაციამ საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან და მინისტრებთან აუდიენციამდე, სწორედ ძირითადი ოპოზიციურ ძალისგან მიიღო ინფორმაცია შიდა-დემოკრატიული პრობლემების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამბობს:
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხვდება ამერიკულ დელეგაციას, იმ ვითარებაში როცა გრძელდება რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ; როცა ჩვენ ხელისუფლებას აქვს მოდუნებული ძალისხმევა რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო წნეხის განხორციელების კუთხით. ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა მოისმინეს ჩვენი ყველასთვის ცნობილი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.“
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისი აღარ არის განებივრებული უმაღლესი რანგის სტუმრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოს დედაქალში იმყოფებოდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები: თომას მელია, ერიკ რუბინი და ტარა სონენშაინი.
ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, კონგრესისი წარმომადგენელთა პალატის წევრი კალიფორნიელი დანა რორაბახერი და ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ადმირალი ჯიმ სტავრიდისი.პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციაზე კი ვაშინგტონმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი გამოაგზავნა.
მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ 2014 წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. შეერთებულ შტატებს პირველი ოფიცალური ვიზიტით ეწვევიან, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი, ისე პრეზიდენტი მარგველაშვილი. ამავე დროს, 2014 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ელიან.
Your browser doesn’t support HTML5