აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება

ამერიკული "აბრამსები" ვაზიანში

აქართველოში დღეს მაიკლ კარპენტერის ოფიციალური ვიზიტი შედგა, იგი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეა, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში.

კარპენტერი ნოემბერში უკვე იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, მაშინ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდა. ამჟამინდელი ვიზიტისას კი კარპენტერმა საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან, ამერიკა-საქართველოს მომავალი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა.

პრემიერ კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, ბრიგადის გენერალი ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრი იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა დიალოგში, კერძოდ აღნიშნა

მაიკლ კარპენტერი და პრემიერი კვირიკაშვილი

რეზოლუციაში, რომელიც თავდაცვის დანახარჯებს განსაზღვრავს, ნახსენებია საქართველო და ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა თუ როგორი ღრმაა მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ. ვფიქრობ, შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციაც ამ კურსის თანაბრად მხარდამჭერი იქნება. თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გენერალ ჯეიმს მატისის კანდიდატურის დასახელება საკმაოდ იმედისმომცემია. მას ესმის ნატო, აქ არსებული სიტუაცია და რაც მთავარია თავისი საქმე“
იან კელი, აშშ-ს ელჩი საქართველოში

„სენატის რეზოლუციაში, რომელიც თავდაცვის დანახარჯებს განსაზღვრავს, ნახსენებია საქართველო და ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა თუ როგორი ღრმაა მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ.

ვფიქრობ, შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციაც ამ კურსის თანაბრად მხარდამჭერი იქნება. თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გენერალ ჯეიმს მატისის კანდიდატურის დასახელება საკმაოდ იმედისმომცემია. მას ესმის ნატო, აქ არსებული სიტუაცია და რაც მთავარია თავისი საქმე“

აშშ-ს მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ, უკვე არსებობს ჩანაწერი, რომ 2017 წელს, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

„საქართველო ამერიკის ღირებული მეგობარია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებისკენ წინსვლა. კონგრესი ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული.

კონგრესი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკის შორის მუდმივ თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ხალხი და სუვერენიტეტი“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მაიკლ კარპენტერის პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს, რომელსაც დამატებით უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ, ხაზი გაესვა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს. უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა

კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“
დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი

„ბატონი კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“

ვიზიტის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.

უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიზნებია საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში