ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ტრიუმფი და მოზომილი ოპტიმიზმი თბილისში


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია და დონალდ ტრამპები
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია და დონალდ ტრამპები

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ტრიუმფისა და დემოკრატიული პარტიის სრული კრახის ფონზე, 9 000 კილომეტრით დაშორებულ საქართველოში, მოზომილად ოპტიმისტური შეფასებები კეთდება.

საქართველოს პრეზიდეტმა მარგველაშვილმა, რომელმაც პირველმა მიიულოცა ტრამპს ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევა, გამოთქვა იმედი, რომ მისი ლიდერობის პერიოდში, თავისუფალი სამყარო „კიდევ უფრო დაცული, უსაფრთხო და წარმატებული“ იქნება.

პრემიერმა კვირიკაშვილმაც ხაზი გაუსვა, რომ ახალი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან „ურთიერთნდობის წლებში“, ჩამოყალიბებული თანამშრომლობის გაგრძელების მოლოდინი აქვს, „ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა, მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად.”

ტრამპის არჩევას თბილისში, აშშ-ს საელჩოსა და სავაჭრო პალატის ორგანიზებულ საარჩევნო წვეულებაზე, პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს
ტრამპის არჩევას თბილისში, აშშ-ს საელჩოსა და სავაჭრო პალატის ორგანიზებულ საარჩევნო წვეულებაზე, პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს

ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და ანალიტიკური წრეების მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპატიები, 8 ნოემბრის არჩევნებში, მაინც, ჰილარი კლინტონის მხარეს იხრებოდა, რადგან დემოკრატების კანდიდატს, საქართველოს პრობლემატიკის გასაცნობად დრო არ სჭირდებოდა.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში, რომელიც ახლა მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტს წარმოადგენს, ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპი თავიდან ბუნებრივია ეცდება ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგებას, რაც გარკვეულ დროს წაიღებს, თუმცა მალევე მიხვდება რომ ეს შეუძლებელია.

შეიძლება, საწყისს ეტაპზე, ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან ვიხილოთ მცდელობა, რომ რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი მაინც შეეჯახება, იმ მთავარ ფასეულობებრივ განსხვავებას, რაც დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროს ერთმანეთისგან განასხვავებს. ნებისმიერ შეთხვევაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პრობლემები ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მაქსიმალურად მაღლა იდგეს.“
ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში

„შეიძლება, საწყისს ეტაპზე, ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან ვიხილოთ მცდელობა, რომ რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა მაინც შეეჯახება, იმ მთავარ ფასეულობებრივ განსხვავებას, რაც დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროს ერთმანეთისგან განასხვავებს. ნებისმიერ შეთხვევაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პრობლემები ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მაქსიმალურად მაღლა იდგეს.“

როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიები, თანხმდებიან იმაში, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან აქტიური მუშაობა და ახლო კონტაქტების დამყარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად, ძლიერი მხარდაჭერისა, როგორც ამერიკის რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის მხრიდან, სამინისტროს პრიორიტეტი მაინც უმაღლესი დონის ვიზიტებია. „თუ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი დაიგეგმება და განხორციელდება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ - თქვა ჯანელიძემ.

დონალდ ტრამპი ბათუმში, 2012 წლის აპრილი
დონალდ ტრამპი ბათუმში, 2012 წლის აპრილი

დონალდ ტრამპი The Trump Organization-ის პრეზიდენტის რანგში, 2012 წლის აპრილში უკვე იმყოფებოდა საქართველოში. მაშინ იგი ბათუმში, „ტრამპ თაუერის“ ბრენდის ქვეშ 47 სართულიანი ცათაბჯენის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწო, რომელიც „სილ როუდ ჯგუფს“ უნდა აეშენებინა. სააკაშვილმა ტრამპი მაშინ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მეგა პროექტი, რომლის ღირებულება 250 000 000 დოლარს აღემატება, ამ დრომდე გაჩერებულია, „სილქ როუდში“ განმარტავენ, რომ დღეს ეს მშენებლობა კომერციულად მომგებიანი არ არის.

ასე გამოიყურება ადგილი ბათუმში, სადაც ტრამპ თაუერი უნდა აშენებულიყო
ასე გამოიყურება ადგილი ბათუმში, სადაც ტრამპ თაუერი უნდა აშენებულიყო

საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი საგანელიძე ამბობს, რომ 4 წლის წინ, ტრამპის ჩართულობა საქართველოს ტერიტორიაზე დიდ ბიზნესპროექტებში მას ოპტიმისტურად განაწყობს.სრულიად საპარისპირო მოსაზრება აქვს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, სერგი კაპანაძეს, რომელიც პარლამენტის წევრად აირჩიეს.

ზოგადად, დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად, იმ გარემოში, რომელშიც არის მსოფლიო, ევროპა, ეს მომძლავრებული კრიზისები, ფინანსური, საემიგრაციო. იგივე, დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან - Brexit-ი, საქართველოსთვის ხელსაყრელ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას არ ქმნის.“
სერგი კაპანაძე, პარლამენტარი

​„ზოგადად, დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად, იმ გარემოში, რომელშიც არის მსოფლიო, ევროპა, ეს მომძლავრებული კრიზისები, ფინანსური, საემიგრაციო. იგივე, დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან - Brexit-ი, საქართველოსთვის ხელსაყრელ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას არ ქმნის.“

70 წლის მილიარდერი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე, ყოფილი ტოპ-მოდელი, სლოვენიური წარმოშობის, 46 წლის მელანია კნავსი, თეთრ სახლში, ვაშინგტონში, პენსილვანია ავენიუზე, 2017 წლის 20 იანვრიდან დაიდებენ ბინას.

2017 წლის 23 აპრილს კი ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

XS
SM
MD
LG