კალიფორნიის შტატში საარჩევნო უბნის მახლობლად ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.
სროლა შუადღეზე ქალაქ აზუზაში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მოხდა, რომელიც ლოს-ანჯელესიდან სულ 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. პოლიციამ ორი საარჩევნო უბანი და იქვე მდებარე სკოლა დახურა. ჯერჯერობით სროლების შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.