ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებიდან შემდეგი ცნობები ვრცელდება:
- ნევადის შტატში მოსამართლე გლორია შტურმანმა დონალდ ტრამპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რესპუბლიკელი კანდიდატი ადრეული არჩევნების ბიულეტენების გამოცალკევებას ითხოვდა.
- ფლორიდის შტატში დღეს ორი საარჩევნო კომისიის წევრი დაითხოვეს. მათ ამომრჩევლების თანდასწრებით უბანზე ცხარე კამათი გამართეს.
- ტეხასის შტატში, წინა ღამით არჩევნების მოსამართლის გარდაცვალების გამო, დალასში ხმის მიცემის პროცესი გვიან დაიწყო. საარჩევნო უბნები ღია საღამოს 9 საათამდე იქნება.
- სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩესაპიკში (ვირჯინიის შტატი) შავკანიანი ამერიკელების დისკრიმინაციის შესახებ. ინფორმაცია ადგილზე არ დადასტურდა.
- ნიუ-იორკში, ბრუკლინელი ამომრჩევლები დიდი რიგების გამო ჩივიან. მათ ხმის მიცემამდე რამდენიმე საათი ლოდინი უწევდათ.
- ჩრდილოეთ კაროლინაში, დურჰემის დასახლებაში ხმის მიცემის პროცესი ტექნიკური მიზეზებით ნახევარი საათით შეფერხდა.
- ალაბამის შტატში 112 ამომრჩევლის მიერ წერილობით გაგზავნილი არჩევანი ფოსტის მიზეზით შეფერხდა.