2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, ხოლო დასავლეთს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში.
„ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული [არჩევნებში]“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესთან" საუბრის დროს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა „რუსეთთან ხელჩაკიდებული“ მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით „ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელუსუფლებამ „ალბათ“ მიიღო დახმარება მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებისგან.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ და კიდევ 16 უცხოური მედიასაშუალება, საქართველოს პრეზიდენტს 28 ოქტომბერს ესაუბრა, თბილისში დეგეგმილ საპროტესტო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა გვჭირდება“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან საუბრის დროს და აცხადებს, რომ კავკასიაში სტაბილურობა „ძლიერი ევროპის“ ინტერესებშია.
ასევე ნახეთ: ევროპელი დეპუტატები: ევროკავშირი ვერ ცნობს ამ არჩევნებს„ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერების გადასაწყვეტია.
უცხოურ მედიებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წინ უსწრებდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება. ენტონი ბლინკენმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, „პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ“.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს [არჩევნების] შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანადცესკოს მიერ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.
შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილს „გადატრიალების სცენარის“ შექმნაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ეწინააღმდეგება ქვეყნის „კონსტიტუციურ წესრიგს და დემოკრატიულ არჩევნებს".
სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს უარყოფენ კრემლში. „ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და არ ვაპირებთ ჩარევას“,- ეუბნება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებს და განმარტავს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას დასავლეთი ცდილობდა.
ასევე ნახეთ: რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ საუბრობს