დავით უსუფაშვილი: „ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა შეარყევს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას“
თბილისი —
2014 წლის საზღვაგარეთული ტურნე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ტალინიდან დაიწყო. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ესტონეთის დედაქალაქიდან, რომელმაც დამოუკიდებლობა საქართველოს მსგავსად, 1991 წელს მოიპოვა.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 13 წლის შემდეგ, 2004 წელს, ესტონეთი ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდა; 2011 წლის იანვრიდან კი ევროზონის სრულუფლებიანი წევრია. ესტონეთში, სადაც 1 300 000 ადამიანი ცხოვრობს საშუალო ხელფასი 1000 ევროა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ესტონელი უკმაყოფილოა ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობით, (ესტონეთი ევროზონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება - ზ.წ) ბალტიისპიირეთის ამ პატარა ქვეყნის ევროპული გზა, როგორც პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის სისწორეს.
„2014 წელს ესტონეთის მხრიდან საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა საგარეო ურთიერთობებში. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ. უახლოეს პერიოდში არავის არ უნდა მივცეთ საშუალება რომ ეს პროცესი შეაფერხოს, არც გარე ძალებს და არც შიდა ძალებს.
ნატოს სამიტზე ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მნიშვნელოვან წინსვლას და ამით განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით, ესტონეთი და ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, არიან პრაქტიკული დასტური იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზეა.
მათ სწორედ ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებით მიაღწიეს, ერთი მხრივ ქვეყნის უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი ეკონომიკურ პროგრესს.“
დავით უსუფაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში ორშაბათს, ადგილობრივი პარლამენტის, რიიგიკოგუს სპიკერთან ენე ერგმასთან შეხვედრით დაიწყო.
უსუფაშვილი ტალინში სწორედ ესტონელი კოლეგის მიწვევით ჩავიდა. ერგმა ესტონეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, კონსერვატიული მიმართულების “Res Publica”-ას ლიდერი, რიიგიკოგუს 2003 წლიდან ხელმძღვანელობს.
გუშინვე, დავით უსუფაშვილის ჰქონდა ნახევარ საათიანი გამოსვლა ტალინის ევროპულ სახლში, სადაც სპიკერმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა (იხილეთ http://www.youtube.com/watch?v=bvOJ0mhVnQU).
უსუფაშვილმა პირველად ღიად განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ უელსში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე უარის თქმა „შეარყევს“ პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ:
„წევრობის სამოქმედო გეგმა - ეს ჯადოსნური სიტყვა MAP - ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ის რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე - სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო? ასრულებს თუ არა თავისუფალი სამყარო თავის დაპირებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ? “
დღეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე მიიღო ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ილვესმა, პრემიერ-მინისტრმა ანდრუს ანსიპმა და საგარეო მინისტრმა ურმას პაეტმა. უსუფაშვილი ასევე შეხვდა ესტონელ პარლამენტარებს: მიჰკელსონს, რეპსა და ხელკელს, რომლებსაც საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.
ყველა შეხვედრის მთავარი ლაიტმოტივი საქართველოში იმ რეფორმების დაჩქარება იყო, რომელიც თბილისის ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას დააჩქარებს. ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა ენე ერგმა კერძოდ აღნიშნა
„ბოლო წლების მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები იყოს დემოკრატიული, ღია და ძალადობის გარეშე. საქართველომ კარგად გაიგო რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო დავალების შესრულება დემოკრატიული ქვეყნების კავშირში გაწევრიანებისთვის.
ესტონეთი მოხარულია ითანამშრომლოს თავის მეგობრებთან საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვინაიდან თქვენი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკულ გაერთიანებებთან, მათში გაერთიანების სურვილი, ჩვენს ინტერესებშიც არის.
ეს შეესაბამება ევროპაში დემოკრატიის პრინციპებს და დამატებით რეგიონალურ უსაფრთხოებას იძლევა ესტონეთისა და საქართველოსთვის.“
ესტონეთს საქართველოს მსგავსად ამ დრომდე რთული ურთიერთობა აქვს მეზობელ რუსეთთან. 1994 წლის აგვისტოდან ესტონეთის მიწაზე რუსი ჯარისკაცები აღარ იმყოფებიან, თუმცა ორ ქვეყანას შორის ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული ხელშეკრულება საზღვრების შესახებ.
ესტონეთი იაპონიასთან ერთად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს. ტალინი ამ დრომდე მოითხოვს მოსკოვისგან ესტონური მიწების დაბრუნებას, რომლებიც ფსკოვის ოლქის საზღვრებშია მოქცეული.
შესაბამისად, ტალინი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პარლამენტის ევროინტერგარციის კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს
„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული თანამშრომლობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახანს პარლამენტის თავჯდომარე უკვე იმყოფებოდა ლატვიასა და ლიტვაში.“
სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ტალინში ჩავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორი მძლავრი კიბერ შეტევა განხორციელდა.
ჰაკერებმა პირველად მოახერხეს და საერთოდ წაშალეს პარლამენტის გვერდის ფაილური სისტემა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს საქართველოს პარლამენტის ინტერნეტ არქივს.
ესტონეთი კიბერ უსაფრთხოების მხრივ ევროპის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. 2012 წლიდან სწორედ აქ მდებარეობს ევროკავშირის აი-ტი სააგენტოს შტაბ-ბინა, ასევე ნატოს კიბერუსაფრთხოების ცენტრი. თბილისი ტალინის დახმარებას ამ მიმართულებითაც ელის.
Your browser doesn’t support HTML5