საგანგებო ეკონომიკურ სამიტს კიევში აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ეკონომისტები დაესწრნენ
თბილისი —
ყირიმის კრიზისისა და მომავალი რეფერენდუმის ფონზე, უკრაინის ახალი ხელისუფლება რადიკალური ეკონომიკური რეფორმების დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. სწორედ ამ მიზნით, კიევში „საგანგებო ეკონომიკური სამიტი“ გაიმართა.
სამიტის ორგანიზატორი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად, კიდევ ექვსი ორგანიზაცია, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტიც იყო. ამ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე სამიტზე ერთ-ერთი მთავარ მომხსენებლად წარსდგა.
„საგანგებო ეკონომიკური სამიტი უკრაინისთვის“ მიზნად ისახავდა რეფორმების საუკეთესო და უმტკივნეულო გზების გამონახვას. ასევე, გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის, ფინანსური სტაბილურობისა და ენერგო პოლიტიკის საკითხებში. კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ კიევის ენერგო პოლიტიკას უკავშირდებოდა.
„უკრაინის ეკონომიკა არის ფანტასტიური იმედგაცრუების ეკონომიკა. არის ძალიან ბევრი „შავი ხვრელი“. ყველაზე დიდი „შავი ხვრელი“ კი ენერგო პოლიტიკაა. უკრაინა თავად მოიპოვებს 18 მილიარდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს. ამავდროულად, გაზის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.
რატომ? იმიტომ, რომ მშპ-ს 7 პროცენტამდე ენერგო ტარიფების სუბსიდირებაზე იხარჯება. უკრაინა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, თუმცა აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა ქვეყნისთვის, ის გაზი რომელსაც თავად მოიპოვებს, გაზის ტარიფები ეკონომიკურად გამართლებული რომ ყოფილიყო.
უზარმაზარმა ენერგოსუბსიდირებამ, ფაქტიურად დაანგრია უკრაინის ეკონომიკა. ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გააკეთონ და ამას სავალუტო ფონდიც ითხოვს, ეს არის ამ სუბსიდირების გაუქმება.“
კიევში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ქართული ეკონომიკური რეფორმების (2004-06 წლებში) ერთ-ერთმა არქიტექტორმა ჩვეული პირდაპირობით დაიწყო. კახა ბენდუქიძემ უკრაინელებს უთხრა, რომ მათ პირველ რიგში უნდა გააცნობიერონ თუ სად არიან
„თავდაპირველად უნდა გაიგოთ რომ უკანალში ხართ!“
გარდა კახა ბენდუქიძისა, საგანგებო ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა პავოლ შერემეტმა, ლატვიის ყოფილმა პრემიერმა ეინარს რეპშემ, პოლონეთისა და სლოვაკეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრებმა იაცეკ როსტოვსკიმ და ივან მიკლოშმა;
შვედეთის შრომის ყოფილმა მინისტრმა სვენ ოტო ლიტორინმა და რუსმა ეკონომისტმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა(2000-05 წწ) ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც ამჯერად ამერიკის კვლევით ორგანიზაციას - კატონის ინსტიტუტს წარმოადგენს.
ანდრეი ილარიონოვის აზრით, რადიკალური რეფორმებისა და კორუფციის მოთოკვის შემთხვევაში უკრაინის ევროპული პერსპექტივა რეალობა გახდება.
„თუ ევროკავშირში თავისი ადგილი იპოვეს, ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის მაგალითად: ბულგარეთი, რუმინეთი, რომლებიც საკუთარი ეკონომიკური პოტენციალით და განვითარების ტემპით დიდად არ განსხვავდებიან უკრაინისგან, მაშინ კიევის ბედზე წუხილი გადაჭარბებულია.
ეს განვითარების დონეზე. და, თუ მასშტაბებზე ვისაუბრებთ, მაგალითად, ლუქსემბურგი, მალტა, ესტონეთი, უკრაინასთან შეუდარებლად პატარა ქვეყნებია, თუმცა ისინი არ დაკარგულან, მათ იპოვეს საკუთარი ნიშა როგორც ევროკავშირის და ისე, მსოფლიო ეკონომიკის ფარგლებში.“
ევროპარლამენტმა გუშინ მოიწონა კიევის განწყობა რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინა მომდევნო, რამდენიმე წლის მანძილზე 11 მილიონ ევროს მიიღეს.
3 მილიარდს ევროკავშირი საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღებს; აქედან - 1,6 მილიარდი მაკროფინანსური კრედიტების, 1,4 მილიარდი კი დოტაციის სახით გამოიყოფა. ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი კი უკრაინას, საერთო ჯამში - 8 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან.
პესიმისტურად განწყობილი ეკონომიკური ექსპერტების აზრით, უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად - 30 მილიარდ ევროზე მეტია საჭირო, ამიტომ ეს დახმარება შეიძლება იქცეს ერთგვარ „კომპენსაციად“ ყირიმის სანაცვლოდ; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თბილისისთვის გაწეული რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მსგავსად.