„ამერიკის ხმის“ რეპორტაჟი საქართველოდან
რვა წლის წინ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში ვარდების რევოლუციის გზით მოვიდა. ახლა ის პოლიტიკური კარიერის შენარჩუნებისთვის იბრძვის. სააკაშვილს მოულოდნელი ძლიერი წინააღმდეგობა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანისგან შეხვდა. ასე იწყებს „ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი ქართულ წინასაარჩევნო მიმოხილვას. ბრუკი არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ეწვია.
პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე დიდი სტადიონი მომხრეებით გაავსო. ეს აქცია მისი საარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქტი იყო. არჩევნები ორშაბათს უნდა გაიმართოს. სტადიონზე 55 ათასი ადამიანი ეტევა და ის მმართველი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებით იყო სავსე. საქართველოს პრეზიდენტმა აღელვებით ილაპარაკა. ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, მის წინაშე ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა დგას.
მან გაიხსენა წარსული, როდესაც საქართველოში კრიმინალები მეფობდნენ, იყო ცუდი გზები, იყო უშუქობა და დანგრეული ეკონომიკა. ქართული დროშების ფრიალის ფონზე მან რუსეთიც გაიხსენა.
კერძოდ, 2008 წელს საქართველოში რუსეთის არმიის შეჭრა და აღნიშნა, რომ ორშაბათს საქართველოს მომავალი არ უნდა გადაწყვიტოს არც რუსულმა ფულმა და არც ტანკებმა, არამედ ეს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს.
ამით მან მთავარ პოლიტიკურ მეტოქეზე, ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნა, რომელიც ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს. ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა თავისი კარიერა 1990-იან წლებში რუსეთში შექმნა და 6,4 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. ივანიშვილი საქართველოში ათასობით ადამიანს ეხმარებოდა.
მან ასევე თავის ფინანსები სატელევიზიო არხის და სააკაშვილის საწინააღმდეგო ოპოზიციური კოალიციის შესაქმნელად მიმართა. პარასკევს პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ამერიკის ხმამ“ დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ის კრემლის აგენტი.
მან უპასუხა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს დასახმარებლად, 1,7 მილიარდი დოლარი დახარჯა. „თუკი ეს ნიშნავს კრემლის აგენტობას, მაშინ კრემლს საქართველოში საუკეთესო აგენტი ყოლია,“ - იხუმრა ივანიშვილმა.
მან განაცხადა, რომ თუკი მისი კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ის გააგრძელებს საქართველოს საგარეო კურსს და შეეცდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მომავალი წლიდან საპრეზიდენტო უფლებების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. ორშაბათს არჩეული ახალი პარლამენტი, უმნიშვნელოვანეს ლიდერს აირჩევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები განსხვავებულია. როგორც ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა თქვა, მის ცხოვრებაში პირველად არის, როცა არ იცის ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.