ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკარდო მილიორიმ დღეს სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაკავების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება:
„შეშფოთებული ვარ საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების დაკავების შემთხვევებს ასახავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი,“ - ამბობს მილიორი და აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას მომავალი არჩევნების მნიშვნელობაში დარწმუნდა. მან გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი საარჩევნო კამპანია და არჩევნების-შემდგომი პროცესები მშვიდად ჩაივლის. მილიორიმ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.
საპარლამენტო ასამბლეის ლიდერმა ამასთან განაცხადა, რომ სერიოზული მიდგომა ჭირდება დაკავების ფაქტებსა და მხარეების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივისტების თამაშიდან გათიშვა ხდება. რიკარდო მილიორი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ფართო დიალოგის შესაძლებლობას იძლევა და ხმის მიცემის პროცესი ღირსეულად უნდა ჩატარდეს.