შეერთებული შტატების კონგრესმენი და საქართველოს დიდი ხნის გულშემატკივარი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რომ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება. ის ამომრჩევლებს პროცესის მშვიდად დასრულებისკენ მოუწოდებს. ილინოისის შტატის კონგრესმენმა განცხადება სულ რამდენიმე წუთის გააკეთა.
"თვალს ვადევნებ არჩევნებს ჩვენს მოკავშირე საქართველოში. ყველას მოვუწოდებ მისცენ ხმა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პროცესს მუშაობის საშუალება მისცენ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ადგილი არ აქვს გაყალბებას, დაშინებას, ან ხმის მოსყიდვას. ჩვენი ერები ძლიერია ერთობით და ამერიკა საქართველოს იმედით შეჰყურებს" - თქვა კონგრესმენმა კინზინგერმა.