ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები - ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო


საარჩევნო უბანი ვაშინგტონში
საარჩევნო უბანი ვაშინგტონში

თბილისის დროით 16:00 საათზე და ვაშინგტონის დროით დილის რვა საათზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება. უბანი #7 აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, #8 და #9 უბნები კი ნიუ-იორკში მოემსახურება ამომრჩეველს.

წელს, პირველად ისტორიაში, აშშ-ში კიდევ ერთი საარჩევნო უბანი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში იმუშავებს, სადაც საქართველოს საკონსულო ცოტა ხნის წინ გახისნა. იქ ამომრჩევლი ხმის მიცემას დასავლეთ სანაპიროს დროით დილის რვა საათიდან შეძლებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამ შტატში, ოთხი უბანია მოწყობილი.

რეგისტრირებული ამომრჩევლის სიმრავლით, ტრადიციულად ნიუ-იორკი გამოირჩევა. აქ ორ უბნაზე, 5 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამათგან, 2 234 მერვე უბანზე, 2 547 კი მეცხრეზე.

მერვე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მარინა ტაბატაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ უბნები მზად არის 8:00 საათზე ამომრჩევლების მისაღებად. პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე რეგულაციებია შემოღებული - სოციალური დისტანცია და პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი პირბადის გარეშე იქნება, საარჩევნო კომისია მათ პირბადით უბანში შესვლამდე უზრუნველყოფს. ასევე, უბნები უზრუნველყოფილია, ერთჯერადი გამოყენების საწერი კალმებითა და სადიზენფექციო საშუალებებით.

საარჩევნო უბანი ნიუ-იორკში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

საარჩევნო უბნების მზადყოფნაზე საუბრობს მერვე საარჩევნო უბანზე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ნანა ნიკაბაძის თქმით, ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა საარჩევნო სიებში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინოს. ამასთან, ის ფიქრობს, რომ სამომავლოდ უპრიანი იქნება, თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემა ელექტრონული გზით შეეძლებათ.

2018 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ნიუ-იორკის ორივე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო სიებში, 4 600-ზე მეტი ამომრჩეველი იყო. ნიუ-იორკში წლევანდელი მონაცემები, რამდენიმე ასეული ამომრჩევლითაა გაზრდილი.

ვაშინგტონში, მეშვიდე საარჩევნო უბანზე 700-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ უბნები მზადაა ამომრჩევლის მისაღებად დილის 8 საათიდან. უბანზე დაცული იქნება სოციალური დისტანცირების წესები და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა უსაფრთხოების ზომები

საარჩევნო უბანი ვაშინგტონში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:48 0:00

წელს, ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება პირველად მიეცემათ სან-ფრანცისკოში. ახალ საკონსულოში გახსნილ უბანზე, 211 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ლიანა ნიცეცკაიას თქმით უბანი ამომრჩევლის მისაღებად მზადაა.

საარჩევნო უბანი სან-ფრანცისკოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

საარჩევნო უბნები, აშშ-ის სამ შტატში, ადგილობრივი დროით, დილის რვაზე გაიხსნება და საღამოს რვაზე დაიხურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG