საღამოს 8 საათზე, როგორც კი კენჭისყრა დასრულდება და საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლას დაიწყებენ, ეგზიტპოლების საშუალებით გამოვლენილ არჩევნების პირველად შედეგებს, ოთხი ტელეკომპანია გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ეგზიტპოლები სრულ სურათს დაახლოებით ღამის 10 საათისთვის წარმოადგენენ.
საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს საზოგადოებას ოთხი ტელეკომპანია შესთავაზებს. ანბანის მიხედვით, ესენია: "იმედი", "მთავარი არხი", "რუსთავი 2" და "ფორმულა". „იმედმა“ ეგზიტპოლები ამერიკულ კომპანიას დაუკვეთა: Public Opinion Strategies; "მთავარმა არხმა“ - ფრანგულ IPSOS-ს; „რუსთავი ორმა“- ბრიტანულ Survation-ს; „ფორმულამ“ - ამერიკულ Edison Research-ს.
Facebook Forum