სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშე ნინო წიკლაური იქნება
თბილისი —
გუდაურელი სამთო მოთხილამურე, 20 წლის ნინო წიკლაური იქნება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე, ზამთრის 22-ე ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც სოჭში 7 თებერვალს გაიმართება.
ნინო წიკლაურისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. ოთხი წლის უკან, ვანკუვერში, 17 წლის წიკლაურმა, სლალომში 87 მონაწილეს შორის - 50-ე ადგილი დაიკავა, ხოლო გიგანტურ სლალომში - ფინიშამდე ვერ მიაღწია.
ბოლო სამი წლის მანძილზე, წიკლაურმა ორჯერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2011 წელს, გერმანიაში ფინიშამდე ვერ მიაღწია, ვერც სლალომში და ვერც გიგანტურ სლალომში. 2013 წელს, ავსტრიაში კი 139 მონაწილეს შორის, 61-ე ადგილზე გავიდა.
უიღბლო გამოდგა წიკლაურისთვის გუშინდელი დღეც, როცა სლოვენიაში მსოფლიო თასზე, ასევე ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა. ასე, რომ რაიმე განსაკუთრებულ შედეგს წიკლაურისგან არც სოჭის ოლიმპიადაზე ელიან.
ნინო წიკლაურის მედროშეობა მას შემდეგ გადაწყდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რუსეთში საქართველოს ოლიმპიური ნაკრებთან ერთად არ გაემგზავრება და სოჭში, ზედ შეჯიბრების დაწყების წინ ჩავა. საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი ელენე გედევანიშვილის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:
„ძირითადი მიზეზი ელენეს გვიან ჩასვლის, არის შეზღუდული სავარჯიში გრაფიკი, რომელიც ოლიმპიადის ორგანიზატორებმა დააწესეს. იცით, რომ ოლიმპიადის გახსნა 7 თებერვალს არის, ელენეს ასპარეზობა კი 19 თებერვალს უწევს.
ასე, რომ 12 დღე უნდა ვყოფილიყავით სოჭში და დღეში მხოლოდ ერთი, 40 წუთიანი ვარჯიშის საშუალება გვექნებოდა, რაც ძალიან ცოტაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ელენე მოემზადება სრულყოფილად და სოჭში, უშუალოდ მისი შეჯიბრის წინ ჩავა.“
საქართველოს ზამთრის ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ცნობილ სპორტსმენს, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მოუწოდა - ბოიკოტი გამოეცხადებინა ოლიპიადისთვის, თუმცა, ელენე გედევანიშვილი სოჭის ყინულზე მაინც ისრიალებს.
ჯერ კიდევ იანვარში ცნობილი იყო, რომ მედროშე სწორედ გედევანიშვილი უნდა ყოფილიყო. მოახდინა თუ არა პოლიტიკამ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა? ამ თემაზე გედევანიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოს ერთადერთი იმედი, ოლიმპიადას, სამწუხაროდ, არცთუ კარგ ფორმაში ხვდება, რაც ორი კვირის უკან, უნგრეთში ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ბუდაპეშტში, გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში - მე-7, ხოლო, თავისუფალ პროგრამაში - 13-ე შედეგი აჩვენა და საერთო ჯამში, კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა.
ელენესთვის ეს მესამე ზამთრის ოლიმპიადა იქნება. 2006 წელს ტურინში, 15 წლის გედევანიშვილი მე-10 იყო; ოთხი წლის უკან ვანკუვერში კი მე-14 ადგილი დაიკავა. ამ დრომდე, ელენეს კარიერაში საუკეთესო შედეგი: 2010 და 2012 წლებში, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალია.
იანვრის მონაცემებით, 24 წლის გედევანიშვილი მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს სპეციალისტების აზრით, ამჟამინდელი ფორმისა და პროგრამის გათვალისწინებით, ელენესთვის ათეულში მოხვედრა დიდი წარმატება იქნება.
სოჭი 2014 - მესამე ოლიმპიადა იქნება სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილისთვისაც. 2006 წელს, აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში 29-ე, სლალომში კი 32-ე ადგილი აჩვენა. 2010 წელს კი მისი შედეგები გაუარესდა. გიგანტურ სლალომში 46-ე იყო, სლალომში კი ფინიშამდე ვერ მიაღწია.
ბოლო, მეტ-ნაკლებად სერიოზული წარმატება, 26 წლის ბაკურიანელ სპორტსმენს, ზუსტად ერთი წლის უკან, ავსტრიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა, როცა 32-ე შედეგი აჩვენა. წინა, ვანკუვერის ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მედროშე სწორედ იასონ აბრამაშვილი იყო.
ოლიმპიური ნაკრების ბოლო, მეოთხე წევრი, დებიუტანტი ალექსი ბენიაძეა, რომელსაც 23 წელი სოჭის ოლიმპიადის დღეებში შეუსრულდება. გუდაურელ მოთხილამურეს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე წარმატებისთვის აქამდე არ მიუღწევია.
ოთხი სპორტსმენის გარდა, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში კიდევ 15 ადამიანია: მწვრთნელები, ჟურნალისტები და ოფიციალური პირები. დელეგეციას, რომელიც რუსეთში 6 თებერვალს გაფრინდება, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს.
ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ამბობს, რომ სოჭში ქართველი სპორტსმენები ყოველგვარ პროვოკაციებს უნდა ერიდონ.
„ოლიმპიადაზე არანაირ საპროტესტო აქციას არ ვგეგმავთ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი პროვოკაციისგან. პირიქით თავი უნდა დავიცვათ, შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პროვოკაციები და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას.
მე მაინც ვფიქრობ, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი პროვოკაციას, გამომდინარე იქედან რომ რუსეთს, როგორც ოლიმპიადის მასპინძელს ეს ხელს არ აძლევს.“
საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, ერთადერთ ქართველი სპორტსმენს, ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელ კობა წაქაძეს უასპარეზია. ცნობილი ბაკურიანელი სპორტსმენი, ოთხ - 1956, 1960, 1964 და 1972 წლების ოლიმპიადებზე გამოვიდა.
საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო, ზამთრის ოლიპიადაზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით გამოდის, 1994, 1998 და 2002 წლების ოლიმპიადებზე, ქვეყნის ღირსებას კობა წაქაძის შვილი, ასევე ტრამპლინიდან მხტომელი კახა წაქაძე იცავდა.ქართველ სპორტსმენებს, ამ დრომდე ზამთრის ოლიმპიადაზე რაიმე ღირებული შედეგისთვის არ მიუღწევიათ.
წინა, ვანკუვერის ოლიმპიადა კი საშინელი ტრაგედიით აღინიშნა. ოლიმპიადის გახსნამდე, რამდენიმე საათით ადრე, საკონტროლო დაშვებისას, ციგიდან ამოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო ნოდარ ქუმარიტაშვილმა. 21 წლის ბაკურიანელი მოციგავე, ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენი გახდა, რომელიც ასპარეზობის დროს დაიღუპა.
ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადებზე (1956-2014)
სსრკ-ს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში
1956, VII ოლიმპიადა. კორტინა დამპეცო
კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) - 30-ე ადგილი
1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი
კობა წაქაძე ( 80 მ ტრამპლინი) - 9
1964, IX ოლიმპიადა. ინსბრუკი
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) - 27
1972, XI ოლიმპიადა. საპორო
კობა წაქაძე ( 70 მ ტრამპლინი) - 9
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 35
საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში
1994, XVII ოლიმპიადა. ლილეჰამერი
ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება) - 47
კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა) - 17
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) - 50L
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი)-L55
ლევან აბრამიშვილი (სლალომი )- დისკვალიფიკაცია
1998, XVIII ოლიმპიადა. ნაგანო
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) - 14
სოფიკო ახმეტელი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია
ლევან აბრამიშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) -L55
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი)-59
2002, XIX ოლიმპიადა. სოლტ ლეიკ სიტი
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) - 17

რობერტ მახარაშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) - 58
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი) - დისკვალიფიკაცია
2006, XX ოლიმპიადა. ტურინი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - 10
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) - 28
იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) - 29
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) – 32
2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი
ელენე გედევანიშვილი (ფიგ. ციგურაობა) - 14
ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგ. ციგურაობა) - 22
იასონ აბრამაშვილი (გიგანტ.სლალომი) - 46
ჯაბა გელაშვილი (გიგანტ.სლალომი) - 50
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია
ჯაბა გელაშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია
ნინო წიკლაური (სლალომი) - 50
ნინო წიკლაური (გიგანტ.სლალომი) - დისკვალიფიკაცია
2014, XXII ოლიმპიადა. სოჭი
ელენე გედევანიშვილი (ფიგ. ციგურაობა)
იასონ აბრამაშვილი (სლალომი)
ნინო წიკლაური (სლალომი)
ალექსი ბენიაძე(სლალომო)
Your browser doesn’t support HTML5