ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვანკუვერში ქართველი სპორტსმენი დაიღუპა


ვანკუვერში, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. იგი ვარჯიშისას გარდაიცვალა.

ტრაგედიის შესახებ ამერიკულმა არხებმა გადასცეს: http://nbcsports.msnbc.com/id/35369187/ns/sports-olympic_sports/

საციგაო სპორტში მოასპარეზემ ვარჯიშისას კონტროლი დაკარგა და ფინიშთან მიახლოვებამდე ბოძს შეეჯახა.



იგი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარდა. თუმცა ინციდენტი ტრაგედიით დასრულდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სამძიმარს უცხადებს ნოდარ კუმარიტაშვილის ოჯახს.



ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ჟაკ როგმა, თამაშების გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში სპორტსმენეს უთხრა: "ეს თამაშები თქვენ გეკუთვნით. წარმატებას გისურვებთ და გახსოვდეთ თქვენი გარდაცვლილი მეგობარი ნოდარ ქუმარიყაშვილი." როგმა პრეს კონფერენციაზეც ისაუბრა ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის შესახებ.


XS
SM
MD
LG