"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ოთხშაბათს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდომირ ზელენსკისთან. იაპონიის წარმომადგენლის თქმით, ეს შეხვედრა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად ტარდება.
„გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ, როგორც "დიდი შვიდეული", უკრაინის გვერდით ვდგარვართ“, - თქვა იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მესიჯი გაძლიერდება იმ შეშფოთების ფონზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ფოკუსი უკრაინიდან ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტზე შეიძლება გადავიდეს .
ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ "დიდი შვიდეული" გაიმეორებს თავის ვალდებულებას, დაუწესოს მკაცრი სანქციები რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, მაგრამ დეტალებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: უკრაინის პრეზიდენტმა სენატორებისადმი მიმართვა გააუქმამსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ქვეყნების შვიდეულის შემადგენლობაშია იაპონია, შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ევროკავშირი. ამ ქვეყნებმა მაისში პირობა დადეს, რომ შეზღუდავენ ექსპორტს რუსეთში, ვინაიდან ამ თანხით, პუტინმა შეიძლება უკრაინაში ომი დააფინანსოს.
მაისში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები მოიცავს სამრეწველო მანქანების, ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე "შვიდეული" შეეცდება შეზღუდოს რუსეთის შემოსავლები ლითონებითა და ალმასებით ვაჭრობიდან.
იაპონიის მთავრობის კაბინეტის წამყვანმა მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის გარდა,"დიდი შვიდეული" ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს და ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ არსებულ გამოწვევებს.