ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ქალების ნაწილი მათი ქმრების დემობილიზაციას და სახლში დაბრუნებას ითხოვს


უკრაინის ომში მოკლული რუსი ჯარისკაცის დაკრძალვა
უკრაინის ომში მოკლული რუსი ჯარისკაცის დაკრძალვა

რუსი ქალების მზარდი მოძრაობა ითხოვს ქმრების, ვაჟებისა და ძმების სახლში დაბრუნებას, რომელთა მობილიზებაც უკრაინაში საბრძოლველად გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

თავდაპირველად, მოძრაობამ კრემლის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული უკრაინაში წარმოებული ომის მიმართ ერთგულების პირობა დადო, თუმცა მისი წევრების პოზიცია ახლა იცვლება იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებსაც სახელმწიფო მათ აძლევს. ქალების ნაწილი დემობილიზაციას ითხოვს.

ანდრეევას ქმარი შარშან იქნა მობილიზებული უკრაინაში ომში წასასვლელად. ის სახლში მხოლოდ ორი მოკლე შვებულებით დაბრუნდა ცოლისა და მცირეწლოვანი ქალიშვილის სანახავად. მისი მეუღლე ამბობს, რომ ეს არასაკმარისია კონფლიქტში მებრძოლი ჯარისკაცისთვის.

„ჩვენ გვსურს ჩვენი კაცების დემობილიზება, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ - ან უფრო მეტიც“, - განუცხადა 34 წლის ანდრეევამ „როიტერს“ მოსკოვში მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG