ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინასთან ომში რუსეთმა კიდევ ერთი გენერალი დაკარგა


გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი
გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი

რუსეთთმა უკრაინაში წარმოებულ ომში კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ადასტურებს. დაღუპულია გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი, რომელიც რუსეთის სატანკო დივიზიის მე-14 არმიის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ზავადსკის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა. ალექსანდრე გუსაევმა თქვა, რომ გენერალ-მაიორი ბრძოლის ველზე დაიღუპა, თუმცა დამატებითი დეტალების და გარემოების შესახებ არ უსაუბრია.

გამოცემა „აისთორის“ ინფორმაციით, ზადავსკი მეშვიდე რუსი გენერალ-მაიორია, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა.

გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი
გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი

უფროსი რუსი ოფიცრების დაღუპვა, ანალიტიკოსების შეფასებით რუსულ ჯარს მნიშვნელოვან გრძელვადიან ზიანს აყენებს. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ ზავადსკის დაღუპვა რუსული ჯარისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია.

სრულმასშტაბიანი ომი რუსეთმა უკრაინაში 22 წლის თებერვალში დაიწყო და მას შემდეგ კრემლი ცდილობს დასახულ მიზნებს მიაღწიოს, თუმცა ამ დრომდე მოსკოვმა ვერცერთი მიზნის მიღწევა ვერ მოახერხა, ამბობენ ანალიტიკოსები. კრემლის მიზანი აეღო კიევი ომის პირველივე ფაზაში წარუმატებლად დასრულდა, მოგვიანებით კი უკრაინამ შეძლო და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50 პროცენტის დეოკუპაცია მოახერხა.

ოფიციალური კიევი დღეს ამბობს, რომ მისი კონტრიერიში რომელიც ზაფხულში დაიწყო, ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და ნატოს გენერალური მდივანი ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის გვერდით დგომა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG