რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტქ მოძრაობა ექსტრემისტულად გამოაცხადა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთში მცხოვრები სექსუალური უმცირესობების საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო გაართულებს.
დახურული სხდომის შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, რომ "საერთაშორისო ლგბტქ სოციალური მოძრაობა" ექსტრემისტულად გამოაცხადონ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ლგბტქ აქტივობა აიკრძალება.
რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები თხოვდნენ უზენაეს სასამართლოს, რომ არ დაეკმაყოფილებინა სამინისტროს მიმართვა, რადგან მათი თქმით "შეუძლებელია, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს "სოციალური მოძრაობა" უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პერსონალური მახასიათებლები აერთიანებთ".
ეს რუსეთის ხელისუფლების ბოლო ნაბიჯია ქვეყანაში მიმდინარე ლგბტქ მოძრაობის წინააღმდეგ. 2013 წელს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბავშვებში "გეი პროპაგანდა" აკრძალა.
"მოვუწოდებ რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომ დაუყოვნებლივ დაგმონ კანონები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველების სამუშაოს აკრძალვებს უწესებენ, ან რომლებიც ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციულია",- განაცხადა გაეროს უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა ვოლკერ ტურკმა.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა "საერთაშორისო ამინისტრიამაც", რომელმაც გადაწყვეტილებას "კატასტროფული" უწოდა და თქვა, რომ ეს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობებისადმი დამატებით აგრესიას და ჩაგვრას გამოიწვევს.
"ეს სამარცხვინო და აბსურდული გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსი ოფიციალური პირების მიერ გახსნილ ახალ ფრონტს ლგბტქ საზოგადოების წინააღმდეგ",- განაცხადა მარი სტრასერსმა, ორგანიზაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა.
რუსეთის კანონი უკრძალავს ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებს, ექსტემისტულად შერაცხული ორგანიზაციების დამხარებას, მათ ხელშეწყობას, საქმიანობაში მონაწილეობას და მათი სიმბოლიკის გამოფენას ფიზიკურად, ან ონლაინ სივრცეში. მინიმალური სასჯელი ამგვარი საქციელისთვის ჯარიმა, მაქსიმალური კი პატიმრობაა.