ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი საკვანძო ადგილების უფრო სწრაფად გამაგრებისკენ მოუწოდებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა თანამებრძოლებს, დააჩქარონ გამაგრება რუსეთის ძალების ზეწოლის ქვეშ მყოფ საკვანძო ადგილებზე. ზელენსკის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ უკრაინას, სადაც მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომის 21 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით დაწინაურდა.

პრეზიდენტმა დაათვალიერა უკრაინის პოზიციები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი იერიშზე გადასვლას და უკრაინის მიერ ერთი წლის წინ დაბრუნებული ტერიტორიების ხელახლა დაპყრობას ცდილობს.

„ყველა წამყვან სექტორში, სადაც გაძლიერებაა საჭირო, უნდა მოხდეს სტრუქტურების მშენებლობის გაძლიერება და დაჩქარება“, - თქვა ზელენსკიმ 30 ნოემბერს თავის ტრადიციულ, საღამოს ვიდეომიმართვაში, მას შემდეგ რაც საველე მეთაურებთან ითათბირა.

"რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უდიდეს ყურადღებას ავდიივკის, მარიინკის და დონეცკის რეგიონის სხვა სექტორებში. ხარკივის რეგიონში ეს გულისხმობს კუპიანსკის სექტორს და კუპიანსკ-ლიმანის ხაზს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის პროგრესი საკმაოდ ნელი იყო აღმოსავლეთით, დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით, უსაფრთხოების დაცვის მცდელობაში. მაგრამ, მოსკოვმა უფრო მეტად გააძლიერა თავდასხმები რამდენიმე რაიონში. მათ შორისაა კუპიანსკი ხარკოვის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც უკრაინამ ერთი წლის წინ დაიბრუნა.

დაპრყობილ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის თებერვალში მტკიცე თავდაცვითი ნაგებობები მოამზადეს და ასევე ინტენსიურად განალაგეს ნაღმები მათ მიერ დაკავებულ ველებზე. ეს შემდგომში მთავარი ფაქტორი გახდა უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად, რომელიც კიევმა ივნისში დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG