ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი, იშვიათი საგარეო ვიზიტით, ახლო აღმოსავლეთს ეწვევა


რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საუდის არაბეთში. 2019 წლის 14 ქოტომბერი.
რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საუდის არაბეთში. 2019 წლის 14 ქოტომბერი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მასზე გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის გათვალისწინებით იშვიათი საზღვარგარეთული ვიზიტების ფონზე, ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას გეგმავს. 6 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტს გამართავს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ კი, ოფიციალურ შეხვედრას გამართავს ირანის პრეზიდენტთან.

კრემლის მიერ დღეს, 5 დკემებერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთოებები, ასევე ისრაელ- „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომი განიხილება. ამასთან, კრემლის განცხადებით, „დღის წესრიგში მუდმივ საკითხად რჩება“ ნავთობის ბაზართან დაკავშირებული პრობლემები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი მარტში გასცა. უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაზე, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით ომის დანაშაულია, სასამართლომ პასუხისმგებლობა სწორედ პუტინსა და ლვოვა-ბელოვას დააკისრა.

ICC-ის გადაწყვეტილებით, სუდანის ომარ ალ-ბაშირისა და ლიბიიის მუამარ კადაფის შემდეგ, პუტინი გახდა მოქმედი მესამე სახელმწიფო მეთაური, რომლის დაკავების ორდერიც სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა.

XS
SM
MD
LG