სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს. კენჭისყრა პარლამენტში 8 მაისსაა დანიშნული.
უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება, რის შედეგადაც ტანამდებობა დაყოვა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა.
ფაშინიანმა გუშინ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა და გამოსავლის საპოვნელად პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.
გუშინ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტია ფაშინიანის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
ფაშინიანის კანდიდატურას სომხეთის პარლამენტმა ერთხელ უკვე უყარა კენჭი, მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
თუ პარლამენტმა 8 მაისს პრემიერ-მინისტრი ვერ დაამტკიცა, კანონის მიხედვით ის დაშლილად გამოცხადდება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.