ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანში პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა


სომხეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე პოლიციამ კვირას ერევანში ორასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სამი პარლამენტარი, რომელთა ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

დემონსტრაციები აქტიურ ფაზაში იყო შესული, როცა ოპოზიციის ლიდერ, დეპუტატ ნიკოლ პაშინიანთან მოლაპარაკები გაწყდა, რაც ხელისუფლებამ მისი დაკავებით გააგრძელა. მოლაპარაკებები ოპოზიციონერ დეპუტატსა დს პრემიერ მინისტრს შორის მიმდინარეობდა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

დემონსტრაციები ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მოჰყვა.

„იმედი მაქვს დემონსტრაცია დააბრუნებს სომხეთს საერთაშორისო გამოცემების ფურცლებზე, როგორც ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ რუსეთის მარიონეტს“, ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი. ყოფილი ელჩის თქმით, დემოკრატიული ცვლილებები სომხეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. „საქართველოსთვის ძალზედ პოზიტიურია ის, თუ მას საზღვარზე დემოკრატიული მისწრაფებების ქვეყანა ეყოლება“, - სომხეთში მიმდინარე არეულობაზე კომენტირებისას თქვა მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG