ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სომხეთის ბედი სომეხი ხალხის ხელშია


ერევანში დემონსტრაციები მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერს ნიკოლ პაშინიანს მხარი არ დაუჭირა. ფაშინიანი ეროვნული გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა. გაფიცვის მოთხოვნა მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლებიდან წასვლაა. გუშინ მომიტინგეებმა ერევანში აეროპორტის გზა, მეტროს რამდენიმე სადგური და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი 2 მაისს გააკეთა.

„სომხეთის ბედი მათ ხელშია ვისსაშიც უნდა იყოს: სომეხი ხალხის და დეპუტატების. ჩვენ გვჯერა, რომ [პროცესი] მშვიდობიანად გადაწყდება კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობასთან შესაბამისობაში. ჩვენ როგორც სომხეთის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ყოველთვის მხარს ვუჭერდით კონსტრუქციულ დიალოგს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. ვაგრძელებთ მოწოდებას ახალი მთავრობის მშვიდობიანი ფორმირებისკენ, კანონთან და სომეხი ხალხის ინტერესებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა ჰედერ ნაუერტმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

„სომხეთის მთავრობა და ხალხი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. როდესაც მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ ველით მათთან ახლო თანამშრომლობას იმ საკითხებში, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს“, - განაცხადა ნაუერტმა.

სომხეთის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და მოქალაქეების ნაწილმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, რომლითაც ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალა. პაშინიანის კანდიდატურას სომხეთის პარლამენტში მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG