დღეს,10 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ცენტრისტულ პარტიებს, გააერთიანონ ძალები ეროვნულ ასამბლეაში მტკიცე უმრავლესობის შესაქმნელად. ეს მაკრონის პირველი საჯარო კომენტარია, 6 ივლისს ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რასაც შედეგად საპარლამენტო ჩიხი მოჰყვა.
არჩევნებს, რომელიც მაკრონმა, ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე “ეროვნულ მოძრაობასთან” (RN) დამარცხების შემდეგ, მოულოდნელად დანიშნა, საფრანგეთში დიდი გარუკვევლობა მოჰყვა. არჩევნებში მანდატების უდიდესი ნაწილი სამ პოლიტიკურად განსხვავებული ბლოკს შორის გადანაწილდა და არ იკვეთება უმრავლესობის მიერ მთავრობის ფორმირების აშკარა გზა.
რეგიონული გაზეთებისთვის მიწერილ წერილში, ღრმად არაპოპულარულმა მაკრონმა მოუწოდა წამყვან პარტიებს, „რესპუბლიკის ღირებულებების“ მიხედვით ჩამოაყალიბონ მმართველი კოალიცია და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი ამ ჯგუფიდან იქნება.
ასევე ნახეთ: საფრანგეთში კვლავ გაურკვეველია ვინ შექმნის მთავრობას„მოდით, იმედი დავამყაროთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების შესაძლებლობებზე, გამოავლინონ საღი აზრი, ჰარმონია და სიმშვიდე თქვენი და ქვეყნის ინტერესებისთვის“, - წერს ის. “სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღებ გადაწყვეტილებას პრემიერის დანიშვნაზე”, - განაცხადა მაკრონმა
მემარცხენე ახალმა სახალხო ფრონტმა (NFP), რომელიც აერთიანებს “დამოურჩილებელ საფრანგეთს”, კომუნისტებს, მწვანეებსა და სოციალისტებს, მოულოდნელად მოიპოვა ყველაზე მეტი ადგილი კვირას გამართულ არჩევნებში, მაგრამ არა უმრავლესობა. მაკრონის ცენტრისტული ბანაკი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო რადიკალი მემარჯვენე ლე პენის პარტია მესამეზე ადგილს იკავებს.