იმისათვის, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება ოფიციალურად მოხდეს, წინაპირობები ჯერ არ არის შესრულებული. აღნიშნულ განცხადებას 22 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ავრცელებს.
პარიზის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის სხვა სახელმწიფოთაგან შემდგარი ჯგუფის მიერ, პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარების ნაბიჯი. ისინი იმედს გამოხატავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას რეგიონში.
სტეფან სეჟურნე აღნიშნავს, რომ „ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური, ან პოლიტიკური პოზიციონირების საკითხი". არამედ, მისი თქმით, "ესაა დიპლომატიური ინსტრუმენტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილების სამსახურში, რომლებიც გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრობენ“.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იქვე დასძინა: „საფრანგეთი არ თვლის, რომ ჯერჯერობით შესრულებულია წინაპირობები", რომლებიც აუცილებელია ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რათა "ამ გადაწყვეტილებამ რეალური გავლენა იქონიოს აღნიშნულ პროცესზე“.
ნორვეგიამ დღეს განაცხადა, რომ პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ირლანდია და ესპანეთიც გეგმავენ.
Your browser doesn’t support HTML5