მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კილომეტრში, ქალაქ სერგიევ პოსადში ოთხშაბათს ოპტიკისა და ოპტიკური ელექტრონიკის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა. გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ აფეთქება, როგორც ჩანს, საწყობში მოხდა, რომელშიც პიროტექნიკური აღჭურვილობა იყო განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს. პოპულარული ონლაინ საინფორმაციო პლატფორმა “მაშის” ინფორმაციით, შენობა პიროტექნიკის მწარმოებელ ფირმას ჰქონდა ნაქირავები.
ასევე ნახეთ: მორიგი თავდასხმა მოსკოვზე"23 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ექვსი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული", - განაცხადა სერგიევ პოსადის მერიამ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია კვამლის დიდი სვეტი და მაღალი კორპუსები, რომელთა ფანჯრებიც ჩამსხვრეულია. ზაგორსკის ოპტიკური და მექანიკური ქარხანა ოპტიკურ აღჭურვილობას სამრეწველო და ჯანდაცვის პროგრამებისთვის, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ძალებისთვის აწარმოებს.