კიბერთავდასხმები - ავსტრალია დამატებითი ზომების მიღებაზე საუბრობს

ავსტრალიის ოფიციალური სტრუქტურები ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდში მათ სამთავრობო და ეკონომიკური უწყებების კომპიუტერულ სისტემებზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა თავდასხმებმა ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ხელი შეუშალოს.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, ლინდა რეინოლდსმა თქვა, რომ კიბერშეტევები არღვევს საზღვრებს ომსა და მშვიდობას შორის და ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყნაში კიბერთავდასხმების რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასევე ნახეთ: 30 წლის შემდეგ პირველად ავსტრალიაში რეცესიის შესახებ საუბრობენ


ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში კიბერთავდასხმა ყოველ 10 წუთში ერთხელ ხდება და საერთო ჯამში 60 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი კიბერთავდასხმა კი ქვეყნის ფინანსურ სექტორში ფიქსირდება.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საფრთხე იზრდება და ამისთვის ქვეყანა სპეციალური ნაბიჯების გადადგმას ხედავს.

"კიბერთავდამსხმელები პოტენციურად დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან. ისინი ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკაში მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, ცდილობენ მოიპოვონ უფლება და გაიტანონ ინფორმაცია კრიტიკულ ინფრასტრუქტურის შესახებ,"- ამბობს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი.

ასევე ნახეთ: საქართველოს ჯანდაცვაზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას? 

კონკრეტული თავდასხმების ავტორების შესახებ მედიას ინფორმაცია არ მიეწოდა, თუმცა წყაროები დაზვერვიდან ამბობენ, რომ თავდასხმების დიდი წილი ჩინეთიდან ხორციელდება.

ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი კიბერთავდასხმა ავსტრალიაში ივნისში მოხდა. მაშინ ინფორმაცია მომხდარი თავდასხმის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, თავდასხმები ქვეყნის სამთავრობო უწყებებზე ამ დრომდე გრძელდება.

ასევე ნახეთ: ამერიკა გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას - აშშ-ის საელჩო კიბერთავდასხმის შესახებ

ავსტრალია მსჯელობს კონკრეტული ზომების შესახებ რომელიც ქვეყანას კიბერუსაფრთხოების კუთხით უფრო გააძლიერებს, სამოქალაქო ჯგუფები შიშობენ, რომ შესაძლოა ამან კონკრეტული სახელმწიფო სამსახურების უფლებამოსილება გაზარდოს.