ახალ ზელანდიაში, ბოლო თვეების მანძილზე პირველად, კოვიდ-19-ის შემთხვევა გამოვლინდა. 56 წლის ქალს, რომელიც ცოტა ხნის წინ სამოგზაუროდ იყო წასული, კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი დაუდასტურდა, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა.
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, პაციენტმა სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი გაიარა, სადაც ორი ტესტი გაუკეთდა. ტესტის პასუხი ორივეჯერ ნეგატიური იყო.
ასევე ნახეთ: ფაუჩი: "ბაიდენი მეცნიერებს უსმენს"ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრ კრის ჰიპკინსის განცხადებით, ქალს ვირუსის ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, საკარანტინე ნაგებობაში გადაედო. სამინისტროს პერსონალი ახლა ცდილობს დაადგინოს, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ვირუსის გავრცელება ნაგებობის შიგნით.
გეოგრაფიულად სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულ ახალ ზელანდიაში ხუთ მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გადაადგილებაზე და ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დახმარებით, ქვეყანაში კოვიდ-19 ფაქტობრივად გაქრა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალ ზელანდიაში 1, 927 შემთხვევაა დაფიქსირებული.