ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს


პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, შაბათს, რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. დააკავეს ნავალნის მეუღლეც, იულია.

აქცია მოსკოვში
აქცია მოსკოვში

ნავამლიმ საკუთარ მხარდამჭრებს, მისი დაკავების შემდეგ, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ კოვიდ-19-ის მიზეზებით, ეს არასანქცირებული აქცია იყო.

მოსკოვში, „როიტერის“ ინფორმაციით 40,000 ადამიანი შეიკრიბა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტია უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ნავალნი რუსეთში 5 თვის თავზე, გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დაბრუნდა. ის აგვისტოში სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ის 17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრენისას დააკავეს.

გასული წლის 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ავად თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე გახდა. პილოტი იძულებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, რომელიც ომსკი აღმოჩნდა. ომსკის საავადმყოფოდან, განმეორებითი მოთხოვნების შემდეგ, 44 წლის ნავალნი, 2 დღის თავზე, გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" ეცადნენ. ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG