პარასკევიდან, უცხოელმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ავსტრალიაში გაფრენის საგანგებო ნებართვა აქვთ, გამგზავრებამდე 72 საათის პერიოდში “კოვიდ-19” ტესტი უნდა გაიკეთონ. ამასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ავიარეისზე პირბადე სავალდებულოა.
ავსტრალიას “კოვიდ-19” - ის მიმართ ციხესიმაგრესავით მიდგომა ჰქონდა. კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მცდელობის ფარგლებში, მარტში უცხოელთა უმეტესობას საზღვარი დაუკეტა.
პანდემიის დაწყებიდან, 25 ათასი უცხოელი მგზავრისთვის გამონაკლისი დაუშვეს, თუმცა დაახლოებით იგივე რიცხვს უარი უთხრეს. ავსტრალიაში დაუშვეს ის ადამიანები, რომლებსაც ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრება სურდათ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ და ასევე კრიტიკულად საჭირო უნარების მქონე მუშაკები.
ახლა ავსტრალიაში ყველა შემსვლელს, მათ შორის დიპლომატებს და ტრანზიტულ მგზავრებს, ავსტრალიისკენ გამგზავრების წინ “კოვიდ-9”-ის ტესტზე უარყოფითი შედეგი სჭირდება. გამონაკლისს შეადგენენ საერთაშორისო ავიარეისების ეკიპაჟები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები და მგზავრები, რომლებიც ავსტრალიაში ახალი ზელანდიიდან, სამოადან, ტონგადან და ვანუატუდან მიფრინავენ.
Facebook Forum