ორშაბათს, ავსტრალიის კორონავირუსით დაზარალებულმა ვიქტორიის შტატმა, ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების ახალი 532 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ეს რეკორდული რაოდენობაა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქ მელბურნში ექვსკვირიანი კარანტინის შუა პერიოდს უახლოვდებიან.
ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალმა შტატმა დამატებით 6 გარდაცვალების შესახებაც გამოაცხადა. ხუთი გარდაცვლილი ხანდაზმულთა მოსავლელ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამ შემთხვევებით, ვიქტორიის შტატში “კოვიდ-19”-ით გარდაცვალების სრული რიცხვი 77 გახდა, რაც მთლიანად ავსტრალიის 161 შემთხვევის დიდი ნაწილია. ვიქტორიაში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 4500-ზე მეტი მიმდინარე შემთხვევაა, რაც ასევე, ქვეყანაში ყველაზე დიდი რიცხვია.
ვიქტორიის პრემიერმა ახალი შემთხვევების მკვეთრ ზრდაში მოსახლეობა დაადანაშაულა, რომელიც სამსახურში სიარულს აგრძელებს ან სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად , საზოგადოებრივ ადგილებში გადის.
გასულ კვირაში, მელბურნის ხუთ მილიონიანი მოსახლეობისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადეს, რაც ინფექციის მკვეთრი ზრდის გასაკონტროლებელი კიდევ ერთი ბოლო მცდელობაა. მოქლქლაქეებს ეკრძალებათ სახლის დატოვება გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც სამსახურში, სკოლაში, ექიმთან ან სურსათის შესაძენად მიდიან.
ქალაქ მელბურნში შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, მთავრობამ ქვეყნის ორ ყველაზე მეტად დასახლებულ შტატს შორის საზღვარიც ჩაკეტა.
Facebook Forum