"ფეისბუქი" აცხადებს, რომ საკუთარი ქსელიდან მოხსნა ცნობილი ავსტრალიელი შეფ-მზარეულის პიტ ევანსის გვერდი. გადაწყვეტილების მიზეზად, სოციალური ქსელი ევანსის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს.
ევანსი, რომელსაც არაერთი სამზარეულო რეცეპტების წიგნი აქვს დაწერილი, ავსტრალიაში პანდემიასთან დაკავშირებით საშიში დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. ის საკუთარ მილიონობით მიმდევარს და ფანს ხშირად ეუბნება, რომ კოვიდ-19-ის პანდემია „მოგონილია.“
ასევე ნახეთ: "ფეისბუქი" ამერიკულ პოლიტიკურ რეკლამებზე შეზღუდვას ერთი თვით ახანგრძლივებსევანსი სოციალური ქსელების გამოყენებით ასევე მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, რომ ვირუსზე ტესტირება არ ჩაიტარონ და ვაქცინა არ გაიკეთონ. ეს ორი ნაბიჯი კი, პანდემიის დასამთავრებლად აუცილებელი ზომებია.
ნოემბერში ევანსმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომ „ფეისბუქს“ ტოვებდა, თუმცა ის ამ პლატფორმაზე საკუთარი მოსაზრებების გამოქვეყნებას დღემდე აგრძელებდა, სანამ „ფეისბუქმა“ მისი ანგარიში არ გააუქმა.
„ჩვენ არავის ვაძლევთ კოვიდ-19-ზე, ან კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას, რასაც შესაძლოა ფიზიკური ზიანი მოჰყვეს და რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოავლინეს [როგორც დეზინფორმაცია],“ ნათქვამია „ფეისბუქის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.