როგორ აისახება სააკაშვილის გააქტიურება “ოპოზიციურ ერთობაზე“?
Your browser doesn’t support HTML5
არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინიდან კიდევ შემოთვალა, რომ სამშობლოში ბრუნდება. განცხადებამ ძლივს შეკოწიწებული ოპოზიციური ერთობა, რომელსაც ისედაც უჭირს, შესაძლოა კიდევ უფრო მოარღვიოს. ოცნება ისევ სააკაშვილის დაჭერით იმუქრება და ამომრჩეველს აჩვენებს რომ სანერვიულო არ აქვს.