ბრიტანეთს, ევროპაში, სავარაუდოდ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს. ეს კი "სისტემური შეცდომების" ბრალია, ამბობს ლონდონის კოლეჯის გლობალური ჯანდაცვის უნივერსიტეტის დირექტორი, ენტონი კოსტელო.
ექსპერტის გათვლით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პიკი გადაივლის, გარდაცვალების შემთხვევები, სავარაუდოდ 40,000-ს მიაღწევს.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახლა კორნავირუსისგან 13,729 ბრიტანელია გარდაცვლილი. ამ მონაცემებში მხოლოდ ის ადამიანები შედიან, ვისაც მანამდე კორონავირუსი დაუდგინა. არავინ იცის რამდენია ისეთი გარდაცვლილი, ვისაც კორონავირუსი უსიმპტომოდ ჰქონდა, ან საავადმყოფოში არ მისულა და ისე გარდაიცვალა.
კოსტელო დიდი ხანია ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს იმ სტრატეგიისთვის, რომელიც მას კორონავირუსთან საბრძოლველად აქვს. მისი თქმით, არ ტარდება საჭირო რაოდენობის ტესტირება და ვერ ხდება იმ ადამინების იზოლირება, ვისაც დაავდებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.