2-წლიანი დუმილის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა პრეს-სპიკერმა, პოლ რაიანმა, დუმილი დაარღვია და ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. ყოფილმა სპიკერმა მწვავე შეფასები მისცა როგორც ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებს, ისე იმ რესპუბლიკელი ლიდერებისასაც, ვინც მას მხარს უჭერდა.
რაინმა თავის შენიშვნებზე ხუშთაბათს, კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ისაუბრა. ის კრიტიკული იყო როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. თუმცა, ყველაზე მწვავე რეპლიკები ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის შემოინახა.
"საშინელება იყო იმის ნახვა, როგორ უღირსად და უპატივცემულოდ დასრულდა [ტრამპის] პრეზიდენტობა",- თქვა რაიანმა. ასეთ დასასრულში კი ის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების შევარდნას და იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს გულისხმობდა.
ასევე ნახეთ: პროკურორები ტრამპის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ორდერების გაცემაზე მსჯელობენ"კიდევ ერთხელ, ჩვენ კონსერვატორები, გზაგასაყარზე ვდგავართ. ესაა რეალობა, რომელსაც შევეჯახეთ: თუ კონსერვატორები დამოკიდებულები ვიქნებით ერთი პიროვნების პოპულისტურ იდეებზე, ან მეორეხარისხოვან იმიტაციებზე, მაშინ ვერსად ვერ წავალთ. ამომრჩევლებს, რომლებიც რესპუბლიკელ ლიდერებს უყურებენ, სურთ სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის დანახვა",- თქვა რაიანმა.
რაიანის კრიტიკულ გამოსვლას ყოფილმა პრეზიდენტმაც უპასუხა და ყოფილ სპიკერს "რესპუბლიკური პარტიის წყევლა" უწოდა.