ტრანსპორტირების ორგანოს, მსუბუქ საკრინიგზო ობიექტზე დასაქმებულმა პირმა, 9 თანამშრომელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც მკვლელობასა და თვითმკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ყვება, მამაკაცი წლების წინ ამბობდა, რომ ის საკუთარი თანამშრომლების დახოცვას გეგმავდა.
"მე არ მჯეროდა მისი ამ ნათქვამის და დღემდე ვფიქრობდი, რომ ეს არ მოხდებოდა,"- უთხრა AP-ს სესილია ნალმსმა.
სანტა კლარას შერიფი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცმა ჯერ თანამშრომლები დახოცა და შემდეგ მოიკლა თავი. შერიფი ლორი სმიტი ამბობს, რომ თვითმკვლელობის დროს პოლიციელები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.
"როდესაც ჩვენმა პოლიციელებმა კარი გააღეს, ის კვლავ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ჩვენმა პოლიციელმა დაინახა ის მომენტი, როცა მან თავი მოიკლა,"- აცხადებს შერიფი სმიტი.
თავდაპირველად, არსებობდა ინფორმაცია რომ მოკლული 8, ხოლო დაჭრილი ორი ადამიანი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთი 49 წლის ალექს ფრიჩის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
რაც შეეხება თავდამსხმელს ის 57 წლის სამუელ კასიდია. გამომძიებლებს თავდაპირველად არ დაუკონკრეტებიათ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მოტივი. თუმცა მოგვიანებით კასიდის ყოფილმა მეუღლემ თქვა, რომ ის სახლში გამუდმებით უკმაყოფილო და გაბრაზებული ბრუნდებოდა სამსახურში არსებული უთანხმოებების გამო.
არსებული ინფორმაციით, წყვილი 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2005 წელს დაშორდა. სესილია ნელმსი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი 13 წლის განმავლობაში არ ქონია.
მომხდარის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ფედერალურ შენობებზე დროშების დაშვების ბრძანება გამოსცა. ხოლო კონგრესს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გააგრძელონ მუშაობა ინიცირებულ კანონპროექტებზე, რომელიც იარაღით ძალადობის აღკვეთას შეუწყობს ხელს.
"ყველა ტყვიით წართმეული ცხოვრება ჩვენს სულს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი ამის შესაჩერებლად,"- ამბობს ბაიდენი.
დემოკრატების ინიცირებულ კანონპროექტს იარაღის კონტროლის შესახებ რესპუბლიკელები არ იზიარებენ.
Facebook Forum