კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერის პოლიცია აცხადებს, რომ სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ გახსნილ ცეცხლს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლდერის პოლიციის უფროსის, მარის ჰეროლდის ინფორმაციით, მოკლულთა შორისაა პოლიციის ოფიცერი ერიკ ტალი. დაღუპული პოლიციელი პირევლი იყო, ვინც სროლის შესახებ ცნობის მიეღების შემდეგ, ადგილზე პირველი მივიდა. ჰეროლდი აცხადებს, რომ პოლიციელი გმირულად მოიქცა.
გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მისი თქმით, გამოძიება მომდევნო რამდენმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საოლქო პროკურორი, მაიკლ დოერთი აცხადებს, რომ თავდასხმის მოტივებზე საუბარი ჯერ ადრეა.
„ეს ადამიანები უბრალოდ სურსათს ყიდულობდნენ, მათი სიცოხლე კი თავდამსხმელმა, რომელიც უკევ დაკავებულია, მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყვიტა. ვპირდები კოლორადოს ხალხს დავიცავთ სამართლიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმეზე სამართლიანობა მივიღოთ“ - აცხადებს ოლქის პროკურორი.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სხვა დაშავებეულების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ გრძელდება.
იარაღის კონტროლი - დებატები კონგრესში
მასობრივმა სროლებმა აშშ-ში იარაღის კონტროლზე დებატები განაახლა. საკითხზე მოსმენა დღეს სენატის იუსტიციის კომიტეტში გაიმართება. „კონსტიტუციური და საღი აზრის ნაბიჯები, იარაღით ძალადობის შესამცირებლად“ - ეს არის მოსმენების სერიიდან პირველი თემა, რაზეც სენატორები იმსჯელებენ.
ბოლო წლებში, კოლორადოს რამდენიმე მასობრივი სროლა ახსოვს. მათ შორის იყო თავდასხმა 2012 წელს, კინოთეატრ „ავრორაში“ და 1999 წელს, თავდასხმა სკოლაზე.
კოლორადოს ორშაბათის თავდასხმას წინ უძღოდა თავდასხმა ატლანტაში, რომელსაც რვა ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს, სულ მცირე, მეშვიდე მასობრივი მკვლელობაა.
Facebook Forum