შეერთებულ შტატებში 6 იანვრის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამჯერად, კონგრესში შეჭრის საქმეზე, ვირჯინიის პოლიციის ყოფილი სერჟანტი გაასამართლეს. თომას რობერტსონს სასამართლომ 7 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების თანახმად, ყოფილი პოლიციელი 2021 წლის 6 იანვარს, მაშინ როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა იერიში მიიტანეს ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაზე, აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
ასევე ნახეთ: ამერიკა, ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის წევრს ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებსმოპოვებული მტკიცებულებებით, რომელიც სასმართლომ გაიზიარა, დგინდება, რომ ყოფილი პოლიციელი ჩართული იყო კონგრესის შტურმში და ცდილობდა ხელი შეეშალა საკონსტიტუციო პროცედურისთვის, რომელიც არჩევნების შედეგების სერტიფიცირებას გულისხმობდა.
რობერტსონი ვირჯინიის შტატ ქალქ როკი მაუნტის პოლიციაში მუშაობდა.
გადაწყვეტილება საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს. პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ ყოფილი პოლიციელისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები ამბობენ, რომ რობერტსონმა მისდამი მინიჭებული ნდობა ბოროტად გამოიყენა.