ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დღეს ტელეკომპანია ენ-ბი-სისთან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ამაღამ დაიწყოს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამ ღამის დასრულებამდე, რუსული სამხედრო ძალები დაიწყებენ რაიმეს სრულამასშტაბიანი შეჭრის მსგავსს, ბლინკენმა უპასუხა: "დიახ".
"სამწუხაროდ, რუსეთმა თავისი ძალები მზაობის უკანასკნელ პოზიციებზე განალაგა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით",- თქვა ინტერვიუს დროს ამერიკის პირველმა დიპლომატმა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ რუსეთმა ყირიმში ქიმიური ქარხნის ევაკუაცია დაიწყო"როგორც ჩანს, რუსეთისთვის ყველაფერი მზადაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყოს",- ამბობს ბლინკენი.
ჟურნალისტმა, კიდევ ერთხელ გაუმეორა ბლინკენს შეკითხა იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა ის, რომ უკრაინაში შესვლა ამაღამ დაიწყება, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: "მე თარიღს ან ზუსტ დროს ვერ დავასახელებ, მაგრამ ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ რუსეთმა [უკრაინაზე] იერიში მიიტანოს“.
კიდევ ერთ ამერიკულ ტელეკომპანია სი-ბი-ესთან საუბრის დროს კი, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, მაშინ ამერიკაც განაგრძობს ახალი სანქციების დაწესებას.
"ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ესკალაციას, თუ ის დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს, იმის გარდა, რასაც ის უკვე აკეთებს, ჩვენც მოვახდენთ [სანქციების] ესკალაციას. იმედი მაქვს, რომ ამის ცოდნა შემაკავებელი იქნება [პუტინისთვის], მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენ ძალიან ნათლად ვაჩვენეთ, რომ რუსეთი მასობრივ შედეგებს იწვნევს თავისი ქმედებებისთვის",- თქვა ბლინკენმა.
ასევე ნახეთ: ამერიკის ოფიციალური პირი: რუსეთის სამხედრო ძალების 80% უკრაინის ირგვლივ საბრძოლო პოზიციებზეა განლაგებულიპრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს და ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი ტრანშის შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონში ამბობენ, რომ სანქციები რუსეთის ქმედების შესაბამისად გამკაცრდება და გაფართოვდება.