მალტის სამხედრო უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა მოიპოვა კონტროლი ტანკერზე, რომელიც ლიბიის სანაპიროსთან გადარჩენილმა მიგრანტებმა გაიტაცეს.
მალტის სანაპიროდან 30 საზღვაო მილით მოშორებით ხელში ჩაგდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტანკერი „ელ ჰიბლუ“ მალტის დედაქალაქ ვალეტას პორტში მიიყვანეს. მალტის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ჰქონდა კავშირი ტანკერის კაპიტანთან, რომელმაც „არაერთხელ“ უთხრა, რომ ხომალდს ვერ აკონტროლებდა და გამტაცებლები მას და ეკიპაჟს „აიძულებდნენ და ემუქრებოდნენ“, რათა კურსი მალტისკენ გაეგრძელებინა. სპეციალური ოპერაციების ჯგუფი ტანკერ „ელ ჰიბლუ 1“-ზე ავიდა და ხომალდზე კონტროლი კაპიტანს დაუბრუნა.
გემბანზე შეიარაღებული მცველები დააყენეს და ვალეტაში მისვლის შემდეგ, ზოგიერთი მიგრანტი ხელბორკილით გაიყვანეს.
სამშაბათს, ხმელთაშუა ზღვაში ტანკერმა მიგრანტები გადაარჩინა და კურსი უკან, ტრიპოლისკენ აიღო, როდესაც მგზავრებმა ამბოხება მოაწყეს და ეკიპაჟი აიძულეს კურსი შეეცვალა და ჩრდილოეთით, მალტისკენ წასულიყო.