ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება


ევროკავშირიდან გასვლის ფონზე, დიდ ბრიტანეთში მიგრაციის საკითხებზე დებატები გამწვავდა. ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოიჭრა მას მერე, რაც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის საზღვარზე სტაბილურად იზრდება. მიგრანტები გასაბერი, მცირე ზომის ნავებით გადიან სრუტეში.

ეს არის მიგრანტთა ჯგუფი, რომელიც ჩვეულებრივ, ამ სრუტეს ყოველწლიურად კვეთს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე, 400-ზე მეტი ადამიანი შეეცადა 30 კილომეტრიანი ლა მანშის არხის გადაცურვას.

ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მთავრობამ ხმელთაშუა ზღვაში ევროკავშირის საპატრულო მისიაში გემების მონაწილეობა შეწყვიტა და ისინი სრუტის პატრულირების მიზნით ბრიტანეთში დააბრუნა.

ცოტა ხნის წინ, პორტში ჩასვლისას, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ადამიანების მოტივი ბრიტანეთში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ჩამსვლელთა უმრავლესობა ირანიდანაა.

კრიტიკოსების თქმით, მონაცემები, რომლებსაც მთავრობა აცხადებს, გაზვიადებულია და თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა კვლავინდებურად დაბალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG