ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო კრიზისი ევროკავშირს დაშლით ემუქრება


ევროპის კავშირი საემიგრაციო კრიზისის ფონზე, საგანგებო შეკრებისთვის ემზადება. ორდღიანი სამიტი ბრიუსელში ხუთშაბათს დაიწყება. მოზღვავებულ ემიგრანტთა გადანაწილების შესახებ არსებული აზრთა დრამატული სხვადასხვაობა, ბლოკს დაშლის საფრთხის პირისპირ აყენებს.

შექმნილი დაძაბულობის ილუსტრაცია დღესაც მოხდა. რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ, იტალიამ ნება დართო დაახლოებით 100 მიგრანტით დატვირთული სატვირთო გემი სიცილიის პორტში შესულიყო. ლიბიიდან წამოსული მიგრანტები ზღვაში გადაარჩინეს. ისინი იტალიის პორტში შესვლის ნებართვას 4 დღე ელოდნენ. იტალია მიგრანტების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ჯერჯერობით ევროპის კავშირის ერთიანობას საფრანგეთის და გერმანიის ერთიანი, მტკიცე საიმიგრაციო პოლიტიკა უზრუნველყოფს. კვირას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცადა ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში კი, საგანგებო შეხვედრამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილმა, რომელიც იმიგრანტების კვოტებზე უარს ამბობს, ბოიკოტი გამოუცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG