იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი იმუქრება ბრალი წაუყენოს მიგრანტების მაშველი იმ გემის ეკიპაჟს, რომელსაც იტალიურ ნავსადგურში შესვლა აუკრძალეს.
ხომალდი „სი ვოჩ 3“, წინა ხუთშაბათის შემდეგ სიცილიის სანაპიროსთან ღუზაზე დგას. რამდენიმე დღით ადრე, ამ ხომალდმა ხმელთაშუა ზღვაში 47 მიგრანტი გადაარჩინა. საშიში ამინდისგან თავის ასარიდებლად,ხომალდს ნება მისცეს ღუზაზე აქ დამდგარიყო.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ უარი თქვა გემი იტალიის ნავსადგურებში დაეშვა, რათა მას მიგრანტები გადმოეშვა. სალვინი მმართველი ულტრა-მემარჯვენე ლიგის პარტიის ლიდერია და ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების მაშველი გემების იტალიურ ნავსადგურებში არ დაშვების პოლიტიკას ატარებს.
სალვინიმ, გერმანული ჰუმანიტარული ჯგუფის, „სი ვოჩ“-ის კუთვნილი გემის ეკიპაჟი ადამიანების ტრეფიკინგში დაადანაშაულა.
საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა ფრანჩესკო როკამ იტალიის მთავრობას მოუწოდა გემი ნავსადგურში შეუშვას, მიგრანტები გადმოსვას და საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.